ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ბოლო დეტალები ზუსტდება. ღონისძიებისთვის რამდენიმე სივრცე მოეწყობა, მათ შორის ფიცის დადების ადგილი. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, რომ უამინდობას ხელი არ შეუშლია და 16 დეკემბრისთვის ყველაფერი მზად იქნება.
ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ინაუგურაციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტრიბუნის და სცენის მოწყობა თითქმის დასრულებულია.
„გავეცანი ზოგ დეტალებს. კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი…. ადგილზე იქნება რეპეტიციები ყველაფრის და მე მგონი, გავდივარ ბოლოსკენ. ცხადია, ახლა ამ დეტალებს არ გაგაცნობთ. ეს იქნება, პირველ რიგში, რამდენადაც შევძელით სისადავე“, – ამბობს სალომე ზურაბიშილი.
ინაუგურაცია 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას საშუალება ექნება ღონისძიებას თვალი თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.