Georgian Airways-ის მფრინავი, რომელიც მოსკოვის აეროპორტში დაშვებისას ოკუპანტის ენაზე მიმართავს რუს ავიამეთვალყურეებს , ფრენებიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
გუშინ, ON.ge -მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ისმის, ქართველი მფრინავის სიტყვები რუსი დისპეტჩერების მიმართ:
"დიდო მოსკოვო, დილა მშვიდობისა! TGZ 930. პატარა ქართველი ძირს ეშვება და მოგესალმებათ თქვენ, საყვარელო მოსკოვო"
„ქართველები თქვენი დახმარებით და მხარდაჭერით ყოველთვის ყველაფერს მოასწრებენ. თუ სომეხიც დაგვემატება, ჩვენ 100%-ით რაიხსტაგთანაც მივალთ" - მიმართავს მფრინავი რუს დისპეტჩერებს.
მფრინავის საბჭოური ნოსტალგია მიუღებელია საქართველოს ავიახაზების დირექტორისთის. გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ სპეციალური საბჭო საქმეს უკვე სწავლობს, პილოტი კი ფრენებიდან მოხსნეს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ავიამიმოსვლის დროს რადიოკავშირი სამუშაო ენაზე ამ შემთხვევაში ინგლისურად უნდა მოხდეს.