ალასანიას შეფასება(VIDEO)

ალასანიას შეფასება(VIDEO)

ირაკლი ალასანია ბაჩო ახალაიას გადადგომას და ზუგდიდში ახალაიების სახლთან მომხდარ ინციდენტს აფასებს. „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ალასანიას განცხადებით, ბაჩო ახალაიასთან ერთად ჩადენილი დანაშაულებების გამო ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა და დათა ახალაიაც უნდა დაისაჯონ. ზუგდიდში მოხდარი ინციდენტთან დაკავშირებით კი ალასანიამ განაცხად, რომ გმობს თავისუფალ მედიაზე ძალადობას. მისი განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც ჟურნალიტებზე ძალადობდნენ.