13 აპრილს 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დედა ენის“ შექმნის სათავეებთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი კონფერენცია გაიხსნება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ფოიე, 107-ე აუდიტორია.