სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და მხატვართა გამოფენა თსუ-ში

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და მხატვართა გამოფენა თსუ-ში

12 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გაიმართება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „სტუდენტთა ქართველოლოგიური კვლევები“. (202, 212-ე აუდიტორიები).

12 აპრილს, 15.00 საათზე გაიხსნება გამოფენა „ქართული დამწერლობა ქართველ  მხატვართა შემოქმედებაში.“ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ქართული სამწერლობო ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდს. (თსუ მუზეუმი)

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი