ზამთრის დადგომამდე და ზამთრის პერიოდში ყველა ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეარჩიოს ტანსაცმელი ამ პერიოდისთვის.
ყურადღებას აქცევენ ხარისხს, კომფორტულობას, გამძლეობასა და რა თქმა უნდა მოდურობას.
ტანსაცმელთან შედარებით, ნაკლებს ვფიქრობთ ღამის სამოსის ანუ პიჟამოს შერჩევაზე, არადა ის თითქმის იგივე ინტენსივობით გვაცვია, როგორც დღის ტანსაცმელი.
პიჟამოს შერჩევისასაც გასათვალისწინებელია არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალები და კრიტერიუმები, რომლებიც თქვენს ძილს უფრო ჯანსაღსა და კომფორტულს გახდის.
ღამის სამოსის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
კრიტერიუმი N1 - ღამის სამოსის მატერია
პიჟამო უნდა იყოს ნატურალური მატერიისგან შეკერილი.
ნაჭერი უნდა იძლეოდეს კანის სუნთქვის საშუალებას.
კარგი არჩევანი გახლავთ ნატურალური აბრეშუმი ან ატლასი.
პიჟამოს მატერიის შემცველობაში, სინთეტიკის წილი არ უნდა აღემატებოდეს 20% -ს.
კრიტერიუმი N2 - ღამის სამოსის ფორმა
გახსოვდეთ, პიჟამო არ უნდა გიშლიდეთ ხელს მოძრაობაში ძილის დროს.
კარგი გადაწყვეტილება იქნება ერთი ან ორი ზომით დიდი პიჟამოს არჩევა.
მისი ფორმა უნდა გიქმნიდეთ მაქსიმალურ კომფორტს და არაფრით არ უნდა გაწუხებდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ კარგად გამოძინებას.
კრიტერიუმი N3 - ღამის სამოსის ფერი
შეარჩიეთ ისეთი ფერის მოდელი, რომელი ფერიც გიყვართ და მოგწონთ.
ეს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ ძილის წინაც და დილით, ახალ-გაღვიძებულსაც, რადგან თქვენი საყვარელი ფერის დანახვა დადებით სიგნალებს გაუშვებს თქვენი გონების მიმართულებით.
პიჟამო ქალებისთვის
მამაკაცისთვის პიჟამოს შერჩევა მარტივია, რადგან მათ ძირითადად ერთი სტილის, სადა პიჟამოებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.
იგივეს ვერ ვიტყვით ქალბატონების ღამის სამოსზე, რადგან მათთვის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს და ერთი კონკრეტულის შერჩევა უფრო რთულია, ამიტომ კონკრეტულად სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის, რამდენიმე დამატებითი რჩევა იქნება საჭირო.
ქალბატონებო, კომფორტული ძილისთვის კარგია მამაკაცური პიჟამოს შერჩევა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ კომფორტთან ერთად თქვენ მოხდენილობაც მოგეთხოვებათ, ამიტომ კარგი იქნება თუ თქვენი ღამის სამოსი კომფორტულთან ერთად ლამაზიც იქნება.
ზედმეტი წონის პრობლემის მქონე ქალბატონებისთვის კი რეკომენდირებულია მუქი ფერის პიჟამოები.
პიჟამო ბავშვებისთვის
ბავშვისთვის ღამის სამოსის შერჩევისას აუცილებელია, რომ შეარჩიოთ რბილი ნაჭრისგან შეკერილი პიჟამო.
მთავარი მოთხოვნაა, რომ ბავშვის პიჟამო იყოს კომფორტული.
რაც შეეხება მის ვიზუალს, მოერიდეთ საშიში პერსონაჟების გამოსახულების მქონე ღამის სამოსს მაშინაც კი თუ ის თქვენი შვილის საყვარელი გმირია.
შეარჩიეთ პიჟამო ისეთი გამოსახულებებით, რომლებიც ბავშვში გამოიწვევს სიხარულს და არა შიშს.