ხვალ, ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
თბილისის მოსახლეობას ერთობლივ ანგარიშს წარუდგენენ: კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი - გიორგი ცხადაძე, ქ. თბილისის მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე - გოჩა ბაბუნაშვილი.