რუსთავის მე-6 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე  წყალარინების ახალი სისტემა ეწყობა

რუსთავის მე-6 მ/რ მიმდებარე ტერიტორიაზე წყალარინების ახალი სისტემა ეწყობა

კომპანია „რუსთავის წყალმა”, რუსთავის მერიასთან ერთად ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.  კომპანია მე-6 მიკრორაიონში წყალარინების ახალ სისტემას აწყობს.

„რუსთავის წყლის“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანია 1100 მ სიგრძის წყალარინების ქსელს და 30 ჭას მოაწყობს.  აღნიშნულ მიკრორაიონში თანამედროვე წყალარინების სისტემა საერთოდ არ არსებობდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ თვეში დასრულდება და აღნიშნული მისამართზე მცხოვრები მოსახლეობა ახალ ქსელზე  დაერთდება. „რუსთავის წყლის“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის მიზანია,  მე-6 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიოტორიაზე წყალარინების თანამედროვე  სისტემის გამართული ფუნქციონირება და სანიტარული ნორმების დაცვა უზრუნველყოს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს, რუსთავის მერმა - დავით ჯიქიამ და კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ - კახა წამალაიძემ მოინახულეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კომპანია „რუსთავის წყალი“ 155 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.