for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე, რეგულირების სააგენტომ რეაგირება იმავე დღეს მოახდინა

for.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე, რეგულირების სააგენტომ რეაგირება იმავე დღეს მოახდინა

2015 წლის 16 ივლისს ინტერნეტ გამოცემა for.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია - „შეურაცხყოფილი პაციენტი - რა ხდება წერეთლის N138-ში მდებარე პოლიკლინიკა „მედიკლაპში“?, (იგულისხმება შპს „მედკაპიტალი“ დიდუბე), სადაც პაციენტი ხათუნა ქვლივიძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების გამო. კერძოდ, ნანული წიკლაური და მარინე ჯანგირაშვილი მას ყოველი ვიზიტის დროს აყენებდნენ „სიტყვიერ შეურაცხყოფას“.

2015 წლის 16 ივლისს რეგულირების სააგენტო დაუკავშირდა შპს „მედკაპიტალი“ დიდუბის მენეჯერს, გიორგი კოღუაშვილს, სტატიაში გამოქვეყნებულ საკითხთან დაკავშირებით.

2015 წლის 16 ივლისს რეგულირების სააგენტოში შემოვიდა შპს „მედკაპიტალი“ დიდუბის მენეჯერის გიორგი კოღუაშვილს ახსნა-განმარტებითი ბარათი (N67691), რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ოჯახის ექიმს მ.ჯანგირაშვილს გამოეცხადა „საყვედური“, ხოლო მედდა ნ.წიკლაური განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.