ქუთაისში განაცხადების მიღება დაიწყო

ქუთაისში განაცხადების მიღება დაიწყო

ქუთაისში,  დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  დადიანის ქ. N5-ში მდებარე  რეაბილიტირებულ შენობაში  ბინას 65 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი ფართები  გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.

აპლიკაციების მიღება 2015 წლის 16 ივლისს იწყება და 31 ივლისს დასრულდება.

რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი.  

საცხოვრებელი ფართის მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშაძის ქ. N27-ში მიმდინარეობს.