გიორგი მღებრიშვილი ვისკოსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი ვისკოსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს, ედუარდ უოლს შეხვდა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და  ამ ჭრილში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ედუარდ უოლს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა  და სისტემაში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

 „მოხარული ვარ, რომ  დაბალი რისკის №16 პენიტენციური დაწესებულება სრულ მზადყოფნაშია და სულ მალე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული კლასიფიკაციის საფუძველზე, იქ დაბალი რისკის მატარებელი მსჯავდებულები განთავსდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ მხრივ ის დიდი წვლილი, რაც თქვენ, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს მიგიძღვით ამ საქმეში. რომ არა აშშ-ს მთავრობის უდიდესი დახმარება, საქართველოში აშშ-ს საელჩოს INL-ის ოფისის ყოველდღიური თანამშრომლობა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გაწეული  დახმარება, ჩვენ ეს შედეგი არ გვექნებოდა. საქართველოს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტით ყოფნისას. მათი მონდომება და ენთუზიაზმი მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ №16 დაწესებულება წარმატებით შეასრულებს იმ ამოცანებს, რაც მისთვის იქნა განსაზღვრული,“ - განაცხადა  გიორგი მღებრიშვილმა.