ზუგდიდის მუნიციპალეტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალეტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ბაქრაძემ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.

სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯომარემ გიორგი მიშელაძემ  მათ  სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით“ წარუდგინა.

გიორგი მიშელაძის განცხადებით პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა  სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა  და მოიცავს თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა. დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე კოოპერატივს შეეძლება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500- ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული, მან  ასევე ისაუბრა კოოპერაციის მნიშვნელობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე ესწრებოდა.