საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დააჯილდოვა იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც საქართველოს მასშტაბით საგნების მიხედვით I-II-III ადგილები დაიკავს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
მათემატიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკასა და ისტორიაში წარმატება მოიპოვეს თბილისის დემირელის სახ. კოლეჯისა და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა. წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და დიპლომები გადასცა თამარ სანიკიძემ. 9 ივლისს ჩატარებულ საჯილდო ღონისწებაში მოსწავლეები ასევე დასაჩუქრდნენ 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.
კოლეჯის მოსწავლებიდან ელგუჯა გოჯიაშვილმა ქიმიაში მე-2 ადგილი დაიკავა. ელგუჯა ამავე დროს არის საქართველოს ნაკრების წევრი ამ საგანში. ალექსანდრე ფიჩხაძემ, ასევე ქიმიაში, მე-3 ადგილი მოიპოვა, გიორგი სხირტლაძემ და ნუგზარ ჩხაიძემ ინფორმატიკის ოლიმპიადაში - მე-3 და მე-4 ადგილები დაიკავეს. თემურ მიქავამ მათემატიკის, ბაქარ ცირეკიძემ კი ისტორიის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს. მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდა რეიტინგული სიის საუკეთესო სკოლები, მათ შორის, „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების დემირელის სახ. კერძო კოლეჯი და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახ. სკოლა- ლიცეუმი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-ნმა თამარ სანიკიძემ ზემო აღნიშნული წარმატებიდან გამომდინარე მადლობის სიგელი გადასცა „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.