ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს განცხადება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა. 30 ივლისს,   დილის 10 საათზე,  მაუწყებლობა ანალოგურ ფორმატში შეწყდება ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში,  აგრეთვე გაითიშება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობისა და ხულოს  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო  გადამცემები.

შეგახსენებთ,  რომ ციფრულ ფორმატში ღია საეთერო მაუწყებლობა  მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლის მარტიდან მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება  სხვა რეგიონების გათიშვის  შესახებ  შესაძლებელია ტელეეთერის, ცხელი ხაზის,  პრესისა და ვებ გვერდის www.digitaltv.ge -ს  საშუალებით.