6 ივლისს, „ჰით ბათუმი 2015“ ფოლკლორის დღეებით გაიხსნა. „ფოლკლორის დღეებზე“ მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". ისინი საინტერესო ნომრებს წარადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის ღია სცენებსა და თეტრებში.
„ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპილარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.
“საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2015“ 6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. 12 ივლისამდე გაიმართება 14 კონცერტი და მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი. „ჰით ბათუმი 2015“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
„ფოლკოლირს დღეები“ კიდევ 4 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. ამ დღეს შუახევში სპეციალურ ნომრებს წარადგენენ სიმღერის ანსამბლები -"შუახევი", "ჭვანა", "მარეთი", ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზე-კართან", "ფესვები", "კახორი" (ხარაგაული).დასასრულს, ბათუმის საზაფხულო თეატრი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავს" უმასპინძლებს.