პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნიკოლოზ შურღაია, არჩეულ იქნა სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ბირჟის აქციონერთა საერთო კრების მიერ.
საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა USAID-ის დახმარებით და მოქმედებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში, პასუხობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის საბაზისო მოთხოვნებს.
იგი სთავაზობს ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე-დისტანციური წვდომის დახმარებით – საბროკერო კომპანიათა ოფისებში.
2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული სსბ-ის სავაჭრო სისტემაში, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 0.880 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 1 386.71 ლარს.
ნიკოლოზ შურღაიას 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ფინანსებსა და კრედიტებში. 2004 წელს მან მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს სკოლაში.
ნიკოლოზ შურღაიამ თავისი კარიერა 1994 წელს გაერთიანებულ ქართულ ბანკში სესხების ოფიცრის პოზიციაზე დაიწყო და კარიერული ზრდა შემდეგ პოზიციებზე გააგრძელა: გირავნობის განყოფილების ხელმძღვანელი; დირექტორის მოადგილე სესხების საკითხებში; დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობებში; დირექტორი კორპორატიული და ფიზიკური პირების დაკრედიტების საკითხებში.
2004 წელს ნიკოლოზ შურღაია გაემგზავრა მოსკოვში და დაიწყო მუშაობა ABN AMRO BANK-ში ვიცე-პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობაზე ინტეგრირებულ ენერგო ჯგუფში.
2005 წლიდან მან მუშაობა დაიწყო წამყვან ბანკირად EBRD-ში, ლონდონში. 2008-2009 წლებში მას ვი-თი-ბი ბანკის (საქართველო) აღმასრულებული დირექტორის თანამდებობა ეკავა. მან თავისი კარიერა გააგრძელა BELARUSKY NARODNY BANK-ში აღმასრულებელ დირექტორად. ამავდროულად ის იყო საქართველოს ბანკის აღმასრულებული დირექტორის მოადგილე. 2012-2014 წლებში ნიკოლოზ შურღაიას აზერბაიჯანში RABITABANK-ში მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
2011 წლიდან დღემდე ნიკოლოზ შურღაია არის დამოუკიდებელი მრჩეველი და მეწარმე აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთსა და ბელორუსიაში.
ნიკოლოზ შურღაია 2015 წლის 31 იანვარს დაინიშნა პაშა ბანკის (საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.
პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.
პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.