„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში ყოველთვიური ტრადიციული აქცია დაიწყო. აქციის პირობები „ნიკორას“ ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდების, ასევე სხვა ქართული და უცხოური წარმოების პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს შეეხება და მთელი საქართველოს მასშტაბით - კომპანიის 110-მდე სავაჭრო ობიექტში ვრცელდება.
ივლისის თვის განმავლობაში, „ნიკორას“ სუპერმარკეტებში, კომპანიის წარმოების ძეხვეულსა და სარდელს, „მზარეულის“ პელმენს, ვარენიკს, ასევე ზღვის პროდუქტების დელიკატესს - შავი ვეფხვისებრთა კრევეტის კუდებს შეიძენთ განსაკუთრებულ ფასად.
აქცია შეეხება ბურღულეულის ნაირსახეობას - მაკარონს, ვერმიშელს, ფქვილს, მანანის ბურღულსა და ჰერკულესს. ასევე აქციაშია სხვადასხვა სახეობის თევზეულისა თუ ბოსტნეულის კონსერვები, რძის პროდუქტები - სასმელი იოგურტი, პასტელიზებული რძე, კარაქი, მდნარი თუ შებოლილი ყველი.
„ნიკორას“ მომხმარებლები, მიმდინარე თვეს, განსაკუთრებულ ფასად ხსნად თუ თურქულ ყავას, ალკოჰოლურ და ენერგეტიკულ სასმელების, გაყინულ ქათამს, მაიონეზს, კეტჩუპს, მზესუმზირის ზეთს, კაკაოს ფხვნილსა და ტკბილეუილის ასორტიმენტსაც შეიძენენ.
აქცია პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. მომდევნო თვეს კი, სპეციალური ფასები, მომხმარებლის ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა კატეგორიის პროდუქციას შეეხება.
შეგახსენებთმ, რომ „ნიკორა“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმარკეტების ქსელის მფლობელია. კომპანია ბაზარზე 110-მდე ობიექტითაა წარმოდგენილი.