ახალგაზრდობის ხეივანში გარე განათების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს

ახალგაზრდობის ხეივანში გარე განათების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს

"სინათლის ქალაქმა" ახალგაზრდობის ხეივანში, ქართლის დედისა და საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე  50-მდე  განათების ბოძი შეიღებება და არსებული სანათი წერტილები ახალი, უფრო მძლავრი ნათურებით შეიცვლება.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, ახალგაზრდობის ხეივანში არსებული 8 მეტრიანი გარე განათების ქსელი წლების განმავლობაში არ განახლებულა და იგი სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. ხორავას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტერიტორია როგორც დედაქალაქის მაცხოვრებელთათვის, ასევე მისი სტუმრებისათვის საკმაოდ აქტუალური ადგილია, მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს მოწესრიგებული და უფრო მეტად მიმზიდველი.

ხორავას თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდა "თბილსერვის ჯგუფიც", რომელიც ქსელზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შემდგომ, ახალგაზრდობის ხეივანს დაასუფთავებს.