„გორგიამ“ პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გახსნა

„გორგიამ“ პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტმა „გორგიამ“ წერეთლის ¹140-ში მდებარე ფილიალში ინტერიერის დიზაინის იტალიური შოუ-რუმი „გორგია პრემიუმი“ გახსნა. შოუ-რუმში იტალიური ბრენდების პროდუქცია - აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი, ფილები, ავეჯი, კარი, შპალერი, განათება და აქსესუარებია წარმოდგენილი. „გორგია პრემიუმის“ გახსნის ღონისძიებას საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ევროპული ცნობილი ბრენდების - მარაზზი, დურავიტ, Nობილი, IBEღO, Gროჰე - დიზაინერები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. „გორგია პრემიუმის“ იტალიური შოუ-რუმი საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. „დღევანდელი გახსნა ეძღვნება ამ ბრენდების წარმოჩენას საქართველოში, ეს არის იტალიური ბრენდები. „გორგია“ აქამდეც თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრენდებთან, ახლა კი ეს არის ახალი სფერო, ახალი ნიშა, სადაც თავის დამკვიდრებას ვგეგმავთ. აქ ადამიანს შეუძლია შეიქმნას ინტერიერი, საკუთარი გარემო. “, - განაცხადა „გორგიას“ კატეგორიის მენეჯერმა ევროპის მიმართულებით დარეჯან ქვათაძემ.

გია გორგოშაძე, „გორგიას“ დამფუძნებელი:

- თავად შოურუმის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული მასალები განსაკუთრებული და გამორჩეულია. ექსკლუზიურ ბრენდებს „გორგიაც“ ექსკლუზიურად გთავაზობთ.

განსაკუთრებული აქცენტია გადატანილი როგორც ხარისხზე, ასევე, პრემიუმ კლასის მომსახურებაზე, რაც შეკვეთილი პროდუქციის დროის მოკლე მონაკვეთში ჩამოტანას გულისხმობს.

ღონისძიების დასასრულს კი რომის მიმართულებით ორ კაციანი საგზური გათამაშდა. რომაული არდადაგები 11 წლის ლიზი გუგეშაშვილმა მოიგო, რომელიც ცნობილი დიზაინერის ლალი შაშიაშვილის შვილია.

-თავიდან ვერც კი დავიჯერე, გული ამიკანკალდა... - ემოციები ვერ დამალა პატარა ლიზიმ, რომელიც „გორგია პრემიუმის“ წყალობით რომაულ არდადაგებს დედასთან ერთად გაატარებს.

 ცნობისთვის, ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ წერეთლის 140 ში მდებარეობს და საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს.