2 ივლისს, 10:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაიმართება საქართველო - იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი.
კონფერენციის მიზანია ენერგეტიკის სფეროში პოტენციური ინვესტორების მოზიდვა, რაც დაეხმარება სექტორის განვითარებას.
ფორუმს გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. სიტყვით გამოვა იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს დაესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექტორი.