საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 1 ივლისს დილის ათი საათიდან ანალოგური სიგნალი გაითიშება თბილისსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებზე. რეგიონები კი მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გადავლენ მაუწყებლობის თანამედროვე ფორმატზე.
საკითხის აქტუალობიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, DG-TV დღეიდან აღნიშნულ პროცესს უერთდება და მომხმარებლებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური ხელსაწყოს-სეთ-თოფ-ბოქსის მონტაჟს სთავაზობს. მათ, ვინც უკვე შეიძინა ეს ხელსაწყო და გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაამონტაჟა იგი, შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე-250-00-10. ამის შემდეგ, DG-TV-ს თანამშრომლები ოპერატიულად მოვლენ დასახელებულ მისამართზე და მინიმალურ დროში დაამონტაჟებენ სეთ-თოფ-ბოქსებს.
DG-TV კიდევ ერთ მომსახურებას გთავაზობთ: თუ თქვენ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ სეთ-თოფ-ბოქსების ყიდვა, კომპანია წარმოგიდგენთ საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ, ქართული მენიუს მქონე სეთ-თოფ-ბოქსებსაც.
„დაზოგეთ დრო და თანხები, დარეკთ ნომერზე 250-00-10 და მიიღეთ გარანტირებული კვალიფიციური მომსახურება,“ – აცხადებენ კომპანიაში.