ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სრული ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სრული ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 90- ზე მეტი კომპანიის მიერ 6. 5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ სრულ ანგარიშს 25 ივნისის მონაცემებით:

ფინანსური კონტრიბუციის სრული ანგარიში 25 ივნისის მონაცემებით:

Petrocas Energy Group და მისი მთავარი აქციონერი დავით იაკობაშვილი - 200 000 ლარი

(Petrocas Energy Group მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75 000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25 000 ლარს. თავის მხრივ ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იგივე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75 000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25 000 ლარით დაეხმაროს)

2. Adjara Group - 100 000 ლარი