გთავაზობთ 19 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:
19 ივნისის ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:
RMG Gold - 1 000 000 ლარი
იბერკომპანი - 10 000 ლარი
აუდიტორიული კომპანია PwC საქართველო -10 000 ლარი
ჯეპრა - 5 000 ლარი
19 ივნისის ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების შედეგები:
მაღაზიათა ქსელმა "სუფთა სახლი" დაზარალებული ოჯახები საწმენდი და სარეცხი საშუალებებით მოამარაგა.
PwC საქართველოს თანამშრომლებმა 3640 ლარი შეაგროვეს მოხალისეებისთვის საჭირო აღჭურვილობის - ბოტების, რესპირატორების, სამუშაო ხელთათმანების, წყლისა და საკვების შესასყიდად.
სულ 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ 19 ივნისის მონაცემებით:
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე