GWP-მ სამგორის სათავო ნაგებობაზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება

GWP-მ სამგორის სათავო ნაგებობაზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

ამ მიზნით, დღეს, 22 ივნისის 11:00 საათიდან, ხვალ, 23 ივნისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაზისუბნის მ/რაიონებსა და დასახლებას, ზემო პლატოს ნაწილს, სამგორის რაიონის  დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.