კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

დოლიძისა და ჩაილურის ქუჩების კვეთაზე, გუშინ, მშენებლობის პროცესში  დაზიანებული 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დღეს, 12 საათისთვის დასრულდება.

იმის გამო, რომ მაგისტრალი სტიქიის ლოკაციასთან ახლოს მდებარეობს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“,  უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეაბლიტირებულ მონაკვეთს დამატებით დაამუშავებს, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ აღდგება.

შესაბამისად, საბურთალოს, ვაკის და მთაწმინდის ქუჩების ნაწილს, რომელსაც აქამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება დღეს, საღამოს 7 საათიდან (19:00) ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.