არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით "მზიურში" მოხალისეთა მომსახურების საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი უზრუნველყოფს მოხალისეებს სამედიცინო, საკვებითა და სამუშაო მოწყობილობებით. მოხალისეთა მომსახურების საველე ცენტრი საინფორმაციო მოკავშირის ფუნქციას ატარებს ბიზნეს კომპანიებსა და მოხალისეებს შორის. ცენტრი იყენებს კორპორატიული სოც პასუხისმგებლობის კლუბის საკომუნიკაციო რესურსს.
გთავაზობთ 16 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:
ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:
„ჯეოსელი“- 50 000 ლარი
„ზოდი პლიუსი“ - 4 000 ლარი
„ბარვილ ჯორჯია“ - 10 000 ლარი
„ემ ეს სი ჯორჯია“ - 10 000 ლარი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია „აზერიოლსერვისი“- 30 000 ლარი
პროგრეს ბანკი - 50 000 ლარი
ავერსი - 100 000 ლარი
კომპანია "მინიკრედიტი" - 3000 ლარი
კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ – 5000 ლარი
თეგეტა მოტორსმა დამატებით გასცა 5000 ლარი. კომპანიის ფულადი კონტრიბუცია ამჟამად შეადგენს 10 000 ლარს