foodpanda  სტიქიის შედეგად  დაზარალებულებს ეხმარება

foodpanda სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარება

თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ბიზნეს-ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან.  ტრაგედიას კომპანია „ფუდპანდაც“ ეხმაურება და უსამძიმრებს  გარდაცვლილთა ოჯახებს.

ამასთან, კომპანია ოპერატიულად ჩაერთო დაზარალებულთა დახმარების პროცესშიც, კერძოდ, შემდეგი 1 კვირის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან დახმარების ფონდში ყოველი შეკვეთიდან 10 პროცენტი გადაირიცხება.

„ფუდპანდა“ მზად არის დაზარალებულთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. კომპანია იღებს ვალდებულებას დახმარება გაუწიოს  დაზარალებულ ოჯახებს,“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი გიგა ქერქაძე.

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.