ბიზნესმენი რომან ფიფია სტიქიით დაზარალებულებს ბინებით დაეხმარება

ბიზნესმენი რომან ფიფია სტიქიით დაზარალებულებს ბინებით დაეხმარება

ბიზნესმენი რომან ფიფია თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს შეუძენს. ფიფიას თქმით, ყველას  მოქალაქეობრივი ვალია სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ ნიშნავს თანადგომას.

„დღეს გლოვის დღეა საქართველოში!  მთელი გულით ვუსამძიმრებ  სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს  და დაზარალებულებს.  დიდი განსაცდელის წინაშე   აღმოვჩნდით ყველანი.  მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის  დახმარება  დაგვაძლევინებს ამ სირთულეებს. ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი  ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ   დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

ჩვენ მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ,  რამოდენიმე  ოჯახს  შევუძინოთ    საცხოვრებელი ფართი,  ხოლო  წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიოთ  დახმარება“ - აცხადებს ბიზნესმენი.