თიბისი ბანკი სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარების ინიციატივით გამოდის

თიბისი ბანკი სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარების ინიციატივით გამოდის

თიბისი ბანკი შეშფოთებას გამოთქვამს დღეს ღამით თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და გამოდის ინიციატივით, გავერთიანდეთ დაზარალებული ადამიანებისა და ოჯახების დასახმარებლად.

კერძოდ, თიბისი ბანკი, თავისი თანამშრომლებისა და მომხმარებლების სახელით, გამოყოფს 50 000 ლარს, რომელიც ჩაირიცხება სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში და ეს თანხა მოხმარდება სტიქიისგან დაზარალებულების დახმარებას.

"ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და განვიცდით  იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ წუხანდელი სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები. გვსურს, მათი მდგომარეობის შემსუბუქებაში გარკვეული  წვლილი შევიტანოთ, ჩვენი გუნდის და ჩვენი მომხმარებლების სახელით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას თუ კერძო პირს, შემოგვიერთდნენ და, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მათაც გამოყონ გარკვეული თანხები, დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

იმ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, ვისაც დაზარალებულთა დახმარების სურვილი აქვთ, თიბისი ბანკი სთავაზობს, საკუთარი შემოწირულობა გადარიცხონ თიბისი ბანკის საქველმოქმედო ფონდში, სპეციალურ ანგარიშზე:  GE67TB1100000036082020.     

ბანკი იმედს გამოთქვამს, რომ მის ამ ინიციატივას ბევრი კომპანია და მოქალაქე შეუერთდება.