საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით. კერძოდ, თბილისი-ყაზბეგის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 18 კილომეტრში დასახლება ფანშეტთან შერჩეულია 30,600 კვ.მ მოსწორებული მიწის ფართობი, რაც იძლევა თანამედროვე ავტოპარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლე პირთა კომფორტული დასვენების პირობებს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინვესტორი ვალდებული იქნება მოაწყოს მყარი საფარით დაცული არანაკლებ 200 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი და განათავსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ასევე დამონტაჟდება სკანირების და რიგის მარეგულირებელი აპარატურა, აქვე იქნება საბაჟო პროცედურებისთვის განკუთვნილი ოფისიც.დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისამდე უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს
საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ყაზბეგის რაიონში მძიმეწონიანი მანქანების პარკინგის მოწყობის მიზნით. კერძოდ, თბილისი-ყაზბეგის ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან 18 კილომეტრში დასახლება ფანშეტთან შერჩეულია 30,600 კვ.მ მოსწორებული მიწის ფართობი, რაც იძლევა თანამედროვე ავტოპარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოსარგებლე პირთა კომფორტული დასვენების პირობებს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ინვესტორი ვალდებული იქნება მოაწყოს მყარი საფარით დაცული არანაკლებ 200 მანქანაზე გათვლილი ავტოპარკინგი და განათავსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ასევე დამონტაჟდება სკანირების და რიგის მარეგულირებელი აპარატურა, აქვე იქნება საბაჟო პროცედურებისთვის განკუთვნილი ოფისიც.
დაინტერესებულმა პირებმა 20 ივნისამდე უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.