„სინათლის ქალაქმა“ კოჯორ-ტაბახმელას გზაზე მდებარე 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა მემორიალურ დაფასთან გარე განათების ქსელი აღადგინა. ობელისკთან ძველი, მწყობრიდან გამოსული სანათები 10 ახალი სანათი ბურთულით ჩანაცვლდა. აღდგენითი სამუშაოები "სინათლის ქალაქის" დიდგორის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა აწარმოეს.
გარდა იუნკერების ობელისკისა, "სინათლის ქალაქმა" სანათები წყნეთში მდებარე 7 სკვერშიი, მათ შორის მაია წყნეთელის სკვერშიც აღადგინა. რამდენიმე მათგანში მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებაც მოხდა. სულ წყნეთში მდებარე 7 სკვერში 100-მდე სანათი გამოიცვალა.