კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღმაშენებლის ხეივანში, 1400 მმ-იან მე-6 მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს. მაგისტრალის კიდევ ერთი, 300-მეტრიანი ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა. კომპანია დღეს დილიდან, რეაბილიტირებული მონაკვეთის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას ითხოვს.
ამ მიზნით, დღეს, 3 ივნისის დილის 10:00 საათიდან, ხვალ, 4 ივნისის 18:00 საათამდე სასმელ წყალს გარკვეული პერიოდულობითა და მონაცვლეობით მიიღებს:
სოფელი დიღმის ნაწილი
საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის ქუჩა და მიკრორაიონები, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძისა და მათი მიმდებარე ქუჩები
ვაკეში: წყნეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირის ზედა ნაწილი, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, მცხეთისა და ზემო ვაკის ზოგიერთი ქუჩა
მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. კომპანია შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, ხვალ, 4 ივნისის 18:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე -
http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.