ფუდპანდა  ჩინური  კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ

ფუდპანდა ჩინური კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ

ქართველებს უყვართ ევროპული, იაპონური, ჩინური, ინდური სამზარეულო.  საინტერესოა ცვლილებები ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი საკვების არჩევისას, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი დეტალი -   როცა  რამის შეცვლას გადაწყვეტთ აირჩიეთ  ყველაზე მარტივი გზა  - ესტუმრეთ www.foodpanda.ge  -ს.

გიყვართ ჩინური სამზარეულო? გუმბაო ქათმის, ღორის ხორცის გუმბაო, სოიოს ყველის გუმბაო, საქონლის ხორცი ფოლგაში, საქონლის ზირანი, ქათამი ცომში ჩილის წიწაკით,, გულაო ღორის ხორცით ანანასით, ლიჩით, ბადრიჯანი მოტკბო - მომჟავო სოუსში, ლაფშა ძროხის ხორცით, ლაფშა ბოსტნეულით, საგაზაფხულო რულეტი, ბრინჯი კვერცხით და ბოსტნეულით, ბრინჯი ხორცით სოიოს სოუსში, კიტრის სალათი, ბოსტნეულის ასორტი, შემწვარი ბანანი, შემწვარი ანანასი, შემწვარი გოგრა და სხვა.

ფუდპანდა გამორჩეული ჩინური კერძების მრავალფეროვან არჩევნას გთავაზობთ. აირჩიეთ თქვენთვის საყვარელი ჩინური კერძი ცნობილ რესტორნებში პიკასო, სიანგანი  და შეუკვეთეთ ონლაინ ფუდპანდას დახმარებით. გამოიყენეთ მისი შესაძლელობები და სახლიდან გაუსვლელად თქვენს რჩეულ  რესტორანს   თქვენივე ოჯახში უმასპინძლებთ.

„ფუდპანდა არჩევანის გამდიდრებაზე მუდმივად მუშაობს, და ასევე ზრუნავს არსებული სერვისის უკეთ გამართვაზეც. დღეისთვის 100-ზე მეტი ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან, მათ შორისაა ჩინური რესტორნებიც. ვფიქრობ,  სამომავლოდ მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში  გიგა ქერქაძე .

გთავაზობთ ყველაზე პოპულარული კერძის რეცეპტს: ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში

შემადგენლობა:ღორის ხორცი  - 350 გრ (რბილი ნაწილი), შაქარი  - 5 გრ, სტაფილო  - 100 გრ (პატარა), ანანასი  - 200 გრ, კრახმალი  - 15 გრ, სოიოს სოუსი  - 50 მლ, ზეთი  - 40 მლ, წიწაკა  - 1 ცალი ( ტკბილი)

მომზადება: ამ რეცეპტის მომზადება შეიძლება 15-20 წუთში. ღორის ხორცი დავჭრათ გრძელ 1,5 სისქის ზომის ნაჭრებად. ხორცი შეიძლება დავკეპოთ. ხორცისთვის მოვამზადოთ მარინადი. ამისათვის სოიოს სოუსი , კრახმალი, შაქარი შევურიოთ ერთმანეთში. თუ სოუსი იქნება ტკბილი, მაშინ შაქარი არ დაგვჭირდება.ტკბილი წიწაკას ამოვაცალოთ გული და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევბრაწოთ წიწაკა პატარა სტაფილოებთან ერთად 3-5 წუთის განმავლობაში.მანდვე დავამატოთ ანანასის ნაჭრები გავაჩეროთ 5 წამი და მოვხსნათ ცეცხლიდან. ხორციც შევბრაწოთ. სოუსთან ერთად, რომელიც მოვამზადეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როცა ღორის ხორცი მზად იქნება, დავამატოთ შებრაჭული ბოსტნეული. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 100-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ. 

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.