თიბისი ბანკის მიერ დეკემბრის ბოლოს გამოცხადებული ვიდეო კონკურისის, „შენ თვალწინ“ გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ: პირველი ადგილის ადგილის მფლობელი - ნინი ხუროშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი დაჩი იჩუანიძემ და თეონა სირაძემ დაიკავეს.
ასევე გამოვლინდა Facebook-ის ყველაზე მეტი ლაიქების მქონე ვიდეო და ამ ნომინაციის გამარჯვებული ნიკა ლაბაძე გახდა.
ყველა გამარჯვებულს თიბისი ბანკისგან ფულადი პრიზები გადაეცა.
თანამედროვე ხელოვნების ინოვაციური კონკურისის მიზანი იყო ვიდეოხელოვნების მიმართულების განვითარება და ქართველი არტისტების საინტერესო ნამუშევრების წარმოჩენა, მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, ვიდეოხელოვნებით დაინტერესებულ პირს შეეძლო.
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 32 ვიდეო. მათგან გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ვატო წერეთელი - თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „CCA“ ხელმძღვანელი, ანე ლიზ სტენსეტი -ნორვეგიელი ვიდეოხელოვანი და თამარ კირვალიძე- თიბისი ბანკის მედია კომუნიკაციების და საგარეო ურთიერთობების დირექტორი.
საუკეთესო ვიდეოები რუსთაველის 1-ში, თიბისი ბანკის არტკედელზე ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.