GWP სამგორის რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

GWP სამგორის რაიონში გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დღეს დილიდან, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელიც სამგორის რაიონში,  ჭიჭინაძის ქუჩაზე გადის. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას ითხოვს.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, დილის 11:00-დან,  23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ქვემო და ზემო ფონიჭალას, სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება დღეს,  23:00 საათიდან, ეტაპობრივად, საუშაოების დასრულებისთანავე.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli  ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.