2014 წელს რაგბის კავშირის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა და 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაგბის კავშირს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს სპორტის სხვა გუნდურ სახეობებთან შედარებით.
ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით:
რაგბის განვითარებისთვის აშენდა საერთაშორისო სტანდარტების რაგბის 16 არენა მაღალხარისხიანი მოედნის საფარით :
თბილისი (5 მოედანი), რუსთავი (2 მოედანი), მარტოფი( 2 მოედანი) ,ფოთი (2მოედანი), ქუთაისი(4 მოედანი), ასპინძა (1 მოედანი).
მიმდინარეობს და დაგეგმილია დამატებით 16 მოედნის და ბაზის მშენებლობა
რაგბის 5 მოედანი თბილისში,ბათუმსა და გორში
სარაგბო კომპლექსის სასტუმრო და სარაგბო აკადემია ქუთაისში
სარაგბო ბაზის სასტუმრო მარტყოფში
2015 წელს იგეგმება რაგბის კიდევ 7 მოედნის მშენებლობა თბილისში, სენაკსა და თელავში და ლოკომოტივის სარაგბო ბაზის რეკონსტრუქცია.