„სინათლის ქალაქის“ თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

„სინათლის ქალაქის“ თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

“სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა მერიის საქვეუწყებო საწარმოს თანამშრომლებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს. 12 პროფილის ექიმი „სინათლის ქალაქის“ ცენტრალურ ოფისში ყველა საჭირო აპარატურით მივიდა და დაახლოებით 300-მდე  თანამშრომელს კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური და  სხვა სახის  გამოკვლევები ჩაუტარა.

გარდა ამისა, დღესვე „სინათლის ქალაქსა“ და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები „სინათლის ქალაქის“ თანამშრომელთა სამედიცონი კვლევებს გარკვეული პერიოდულობით უზრუნველყოფენ.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის მოადგილის, გიორგი ამაშუკელის განცხადებით, საწარმო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ თანამშრომლებზე და ისინი  სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროგრამებში ჩართოს.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს დახმარებით, დღეს ჩვენ თანამშრომლებს სხვადასხვა სახის მაღალკვალიფიციური სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ  თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. დღეს ჩვენ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გავაფორმეთ, რათა მსგავსი ტიპის აქციებს სისტემატური სახე მიეცეს“- განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.