4 თებერვალს, ჯიპას იაპონიის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი, რეი შირატორი ეწვია. ღონისძიება იაპონიის საელჩოს ეგიდით ჩატარდა. საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო "სახელმწიფო განვითარების მოდელის ტრანსფორმაცია - იაპონია მეორე მსოფლიო ომის შედეგ" (Transformations of Development Model as a Nation: Case of Japan after the End of World War II. )
ღონისძიებას სპციალური სტუმარი იაპონიის ელჩი, ბატონი ტოშიო კაიტანი ესწრებოდა. შეხვედრას ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები, რექტორი, ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუდენტები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ლექციის მსვლელობაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.