სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ვიზიტისას, ერთ-ერთ მსჯავრდებულს პირადად ამცნო არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
მინისტრმა პირობით ვადამდე გათავისუფლებულს ბედნიერი და ღირსეული მომავალი უსურვა.
დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად არასრულწლოვნებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.