5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კოოპერატივებს გადაეცა

5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კოოპერატივებს გადაეცა

მცირე ფერმერთა კოოპერაციის  ხელშეწყობა გრძელდება.  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლოს-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოსთან კოორდინაციით, ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში,  ჩეხურმა არასამთავთავრობო ორგანიზაციამ PIN (People in Need)  I რაუნდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ  იმერეთისა და რაჭის რეგიონში შექმნილ 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 5 ერთეული  ტრაქტორი  გადასცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძეესწრებოდნენ.

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, PIN-ის კონსორციუმის ხელშეწყობით პირველი რაუნდის საგრანტო კონკურსის შედეგად, შერჩეული იქნა 9 საუკეთესო კოოპერატივი.  ჩეხურმა არასამთავთავრობო ორგანიზაციამ PIN (People in Need) კონკურსში გამარჯებული სასოფლო-სამურნეო კოოპერატივებისათვის ქვე-გრანტების გაცემა დაიწყო;  პირველი ეტაპზე  ტრაქტორები  გადაეცა შემდეგ კოოპერატივებს: 

  1. მეღვინეობის კოოპერატივი „ჯვარისა“ -ამბროლაური
  2. მეღვინეობის კოოპერატივი „ თერჯოლის ღვინო“-თერჯოლა
  3. მეღვინეობის კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ - თერჯოლა
  4. ვაზის სანერგე მეურნეობის, სიმინდის წარმოების  კოოპერატივი „მშვილდი +“ - ბაღდათი
  5. მეფრინველეობის კოოპერატივი „საწირე“ - ტყიბული

            პირველი  რაუნდში გამარჯვებული 9 კოოპერატივის ქვე-გრანტებზე მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 550 000 ლარი. ტექნიკური გრანტის სრული ღირებულების 25 % არის კოოპერატივებისგან მოთხოვნილი თანადაფინანსება.

            ტრაქტორების გადაცემის ღონისძიებას   პროექტში ჩართული მხარეები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   იმერეთის და რაჭის სამხარეო ადმინისტრაციის, ENPARD-ის კონსორციუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.