ოთარ დანელია კომპანია „ფილიპსის“ უახლეს სასათბურე ტექნოლოგიებს გაეცნო

ოთარ დანელია კომპანია „ფილიპსის“ უახლეს სასათბურე ტექნოლოგიებს გაეცნო

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია კომპანია ფილიპსის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ფილიპსი“ უკვე 120 წელია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანიაა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კომპანია აქტიურად მუშაობს ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც შესაძლებელია აგრარული მიმართულებისთვის იყოს საინტერესო. როგორც მინისტრთან შეხვედრაზე კომპანიის წარმოადგენლებმა განაცხადეს, ამჟამად 40 საცდელ მეურნეობაში მიმდინარეობს დაკვირვება კომპანია „ფილიპსის“ ტექნოლოგიით აღჭურვილ სათბურებზე.

„ფილიპსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითდ მიმართულებებზე, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღბა გაამახვილა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივებზე.

„სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.