20 დეკემბერს 15:00 საათზე სამტრედიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო გაიხსნება.
სასათბურე მეურნეობა "იმერეთი გრინერი" კერძო ინვესტორების - ბობ მეიერის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ლევან ბაღდავაძის და ასევე ჰოლანდიური კომპანია FoodVentures მიერ დაფუძნებული კომპანიაა.
საწარმოს გახსნას ინვესტორებთან ერთად დაესწრებიან: საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები .
მისამართი: ქ. სამტრედია, კოპალეიშვილის ქუჩა.
საკოტაქტო პირი: თამარ კირვალიძე 577 40 37 34