კაზრეთის მაჟორიტარი დეპუტატის ტარიელ ჯაყელის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ „არემჯი გოლდმა“ სამუშაოები განაგრძოს.
„ამ საწარმოს გაჩერების შემთხვევაში რთული ვითარება შეიქმნება როგორც დმანისის და ბოლნისის რაიონში, ასევე მთლიანად ქვემო ქართლში. „არემჯი გოლდთან“ მუშაობენ კონტრაქტორი კომპანიები და იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. მთლიანობაში, „არემჯი გოლდისა“ და კონტრაქტორი კომპანიების ჩათვლით, დასაქმებულთა რიცხვი 3 000 აღწევს“, - განაცხადა ტარიელ ჯაყელმა.
საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სამუშაოები არ შეჩერდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე რჩება.