დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია

დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია

სოფლის მეურნეობის სამინისტო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია  ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, დამშრობი სისტემების   აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს  ახორციელებს.  სადრენაჟე სამუშოების დასრულების შემდეგ,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფ.გურჯაანის,   ჩუმლაყის, ყიტაანის და ქალაქ გურჯაანის 3000 ჰა ფართობი, რომელიც  წლებია დაჭაობებულია, სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულებას შეიძენს. აღნიშნული ფართობი დაახლოებით 13 200 კომლის 42 300 მოსახლეს მოწმსახურება.

პროექტის ფარგლებში, საკოლექტორო არხი  ხე-ბუჩქნარისაგან  და ნატანისგან გაიწმინდება. დაგეგმილია  ძველი მილხიდების რეაბილიტაცია და ახალი მილხიდების მოწყობა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კარდენახში საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერა.

აღნიშნული სამუშოები კომპანიის დაკვეთით, საჯარო სააქციო საზოგადოება „უკრაინის მელიორაციისა და წყალსამეურნეო მშენებლობის სათაო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“  სპეციალისტებმა დააპროექტეს.

სარეაბილიტაციო სამუშოები, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. 

ობიექტის საპროექტო ღირებულებაა 3 მლნ 424  ათასი  ლარი. 

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების  კომპანია დღეისათვის, კახეთის მხარეში,  სარეაბილიტაციო სამუშაოებს 4 ობიექტზე ახორციელებს .