ხვალ, 17 დეკემბერს, 20.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მის: გუდიაშვილის ქუჩა № 7) ESE - ეკონომიკის ევროპული სკოლის წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია GSOM (საქართველოს მენეჯმენტის სკოლა)
პრეზენტაციას დაესწრებიან საჯარო, ბიზნეს და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სპეციალური ვიზიტით ჩამოდის ეკონომიკის ევროპული სკოლის პრეზიდენტი ელიო დე ანა.
ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იქნებიან:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი.
ეკონომიკის ევროპული სკოლის პრეზიდენტი, ელიო დე ანა
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი , მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი. სულიკო ქადაგიძე.
განათლების სამინისტრო, უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია
საქართველოს მენეჯმენტის სკოლა შეიქმნა 2014 წელს. სკოლის მისიაა
აღზარდოს და განავითაროს პროფესიონალები, რომლებიც თვალსაჩინო წვლილს შეიატანენ ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორის განვითარებაში.
გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ სულიკო ქადაგიძე, ESM თბილისის, ბიზნეს სკოლის დამაარსებელი.
ESE ( European School of Economics) საქართველოში პირველ ეტაპზე შემოდის სერტიფიცირებული კურსებით, ხოლო გარკვეული ვადის შემდეგ დაიწყებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელებას. ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ საერთაშორისო აღიარების სერტიფიკატი და შემდგომ დიპლომი რადიკალურად განსხვავებულ ფასად.
სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან. მისი ერთ-ერთი მთავრი პარტნიორია ეკონომიკის ევროპული სკოლა ( European School of Economics ). ეკონომიკის ევროპული სკოლა შეიქმნა 1994 წელს. დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში: აშშ -ში, დიდი ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში. დღეიდან უკვე, საქართველოში.