13 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში კომპანია „ბადაგონის" მთავარ საწარმოში თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზს გახსნის და ახალი ცქრიალა ღვინოების - "ბრუტისა" და "როზეს" პრეზენტაციას დაესწრებიან.
13 დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მცხეთის რაიონ სოფელ საგურამოში, კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ ჭავჭავაძისეულ ისტორიულ ვენახებში ვაზის ნერგების ჩაყრის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.