საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ დეპუტატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის სფეროში, ფიტოსანიტარიასა და ვეტერინარიაში გატარებული ღონისძიებები გააცნო. მან ისაუბრა ასევე ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებასა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადამუშავებაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დეპუტატებისა და მესამე სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში შეიკრიბებიან და გარკვეულ საკითხებზე დეტალურად იმსჯელებენ.