მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. კიევში, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „აგრარული ბიზნესის წარმოება უკრაინაში: 2015 წლის პერსპექტივები“.
კონფერენცია გახსნა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ალექსი პავლენკომ, რომელმაც თავის მისასალმებელ გამოსვლაში უკრაინის ეკონომიკაში აგრარული სექტორის როლზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აგრარული მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასავლელი გვაქვს რთული პერიოდი, განსაკუთრებით პირველი 3-6 თვე. თუმცა, ამასთანავე, ნათელია, რომ აგრარული სფერო უკრაინაში ნომერ პირველი ლოკომოტივია, ამიტომ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას და გვერდში დავუდგებით აგრარული სექტორის წარმომადგენლებს“, - განაცხადა შეხვედრაზე უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ალექსი პავლენკომ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა, რომელმაც თვის უკრაინელ კოლეგებს საქართველოს მიერ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში დაგროვებული გამოცილება გაუზიარა.
კონფერენციის მუშაობაში 300- ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ექსპერტებმა აგროსფეროში კრედიტების მიზიდვის შესაძლებლობები, მემცენარეობის ბაზრის განვითარების პერსპექტივები, რძის პროდუქციის ექსპორტის დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.