თბილისის მოსახლეობისთვის 2014 წლის 8 დეკემბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს. სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს.