პაატა ლომაძე: „კომპანია ავტოდაზღვევის მიმართულებით დღეში დაახლოებით 20,000 ლარს უნაზღაურებს დაზღვეულებს. პორტფელი სტაბილურად იზრდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, ჩვენთან დაზღვევის პროცედურები მაქსიმალურად მარტივია და ანაზღუარება ოპერატიულად ხდება.“
2014 წლის 3 კვარტლის შედეგებით, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ წილი ავტოდაზღვევის ბაზარზე წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, საგრძნობლად არის გაზრდილი ასევე დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც ამ პერიოდში.
ავტოდაზღვევის ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი ლიდერია და ბაზრის 29% უჭირავს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა ლომაძის განცხადებით, პორტფელის სტაბილური ზრდა ბუნებრივია: „ჩვენი კომპანია იმით გამოირჩევა, რომ გამუდმებით ვცდილობთ, მომსახურება დაზღვეულისთვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ, პროცედურები გავამარტივოთ. გასულ წელს ჩვენ დავნერგეთ ადგილზე ანაზღაურების პროცედურა, რომ მცირე ზარალებზე ადგილზევე ხდებოდეს შეფასება და დაზღვეულს აღარ მოუხდეს დამატებით საბუთების შევსება ან ჩვენთან მოსვლა.“
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევის მომსახურების ჯგუფი 24 სათიან რეჟიმში მუშაობს და რეაგირებად ახდენს ყველა სადაზღვევო შემთხვევაზე - გადის შემთხვევის ადგილზე აგვარებს ყველა საჭირო პროცედურულ საკითხს, საპატრულო პოლიციასთან ურთიერთობის ჩათვლით.
„დაზღვეულს აღარ უხდება საპატრულოსათნა ან სხვა მხარესთან ურთეირთობა - ყველა საბუთს ჩვენ ვაგვარებთ. დაზღვევის არსიც ეს არის, რომ როდესაც დაგჭირდება, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად მოგვარდეს.“ - აცხადებ პაატა ლომაძე.
კომპანია ავტოდაზღვევის მიმართულებით დღეში დაახლოებით 20,000 ლარს უნაზღაურებს დაზღვეულებს - აქ შედის როგორც ადგილზე ანაზღუარებული მცირე შემთხვევები, ასევე მსხვილი ზარალებიც.
მოქმედებს ასევე 24 საათიანი ავტოასისტანსი. ავტოასისტანსის ზონები თბილისსა და რეგიონებშია: ჯიპიაი-ს დაზღვეულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ავტოდახმარების გამოძახება თუკი საბურავია გამოსავლელი, საწვავი გაგითავდათ, მანქანას ვერ ქოქავთ ან ევაკუატორით გადაყვანაა საჭირო.